შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში გაიმართა წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების, თორნიკე ქიმერიძის და ნინო გიორგაძის სიგელებით დაჯილდოების ცერემონია. ახალგაზრდა მეცნიერებს სიგელები გადასცა და სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ახალგაზრდა მეცნიერებს მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრსა (ISTC) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს აქტიური ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებთ. აღნიშნული კონკურსი კი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევარებისა და ინჟინრების წახალისებას ჯილდოს სახით, რათა მათ განახორციელონ მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც მოიცავს: მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობას (WMD); ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) მასალებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლს, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციის უსაფრთხოებას.

პროექტის ,,მეცნიერება კაპიტანია’’ ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოვება