პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით – ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“. კონფერენციაზე მომხსენებლებმა 2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული ჰუმანიტარული, ქართველოლოგიური სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს და მათი სამეცნიერო ნაშრომების აქტუალობაზე, ძირითად ასპექტებსა და მიზნებზე ისაუბრეს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “captain - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ფონდის მიერ დაფინანსებული ახალი გამოცემების პრეზენტაცია - აქტუალური კვლევები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით”.
27 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“,
კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარულისა და
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გაერთიანებას. პროექტის არსია
ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოება. კონფერენციას ესწრებოდნენ
მეცნიერები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექიმები.
27 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, 27 ნოემბერს, ევროპული პროექტების სინერგიის მიზნით, Twinning პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ღონისძიება მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის გააქტიურების თემაზე მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამის “ევროპელ მკვლევართა ღამის” პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით.