27 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე თბილისის ღია უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის რუსუდან კვარაცხელიას ინიციატივით, რომელიც გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ლევან კიკილაშვილთან ერთად.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარულისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გაერთიანებას. პროექტის არსია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოება. კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექიმები. აღნიშნული კონფერენცია გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით.