28 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით გაიმართა, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ონლაინ კონფერენცია "მედიცინა და ხელოვნება". პროექტის მონაწილეებმა მედიცინის სხვადასხვა საკითხისა და ხელოვნების ინტეგრაციის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი "მედიცინა და ხელოვნება" დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობდა 27 მსმენელი, რომელთაგან 15 წარმოადგინა პრეზენტაციები კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ საბავშვო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მსმენელი დღეს აკადემიის სტუდენტია.