ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებული ესკიზების კონკურსი დასრულდა. კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით.

კონკურსი მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული სამეცნიერო სივრცის კედლებზე დასატანი ნახატების კონცეფციისა და ვიზუალის შექმნასა და შერჩევას. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon2020 პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში დაწესებული ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

ელისაბედ ლეფსვერიძე
ვაჟა კავლელაშვილი
ლაშა ბაკაშვილი
მარიამ დოლიძე
ლიკა წერეთელი და ნატა აბდალაძე
ხვიჩა წენგუაშვილი