ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გამოცხადებული - სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტური კონკურსი „მეცნიერება მუსიკაში“ დასრულდა. კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით.

კონკურსანტებს ევალებოდათ, შეექმნათ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებული იქნებოდა ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით: სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვ. კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის horizon2020 პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში დაწესებული ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

კონკურსის „მეცნიერება მუსიკაში“ გამარჯვებულები

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე