შავი ხვრელი

შავი ხვრელის შესახებ უამრავ სანტერესო, გასაკვირსა და ამოუცნობ ფაქტს მეცნიერები დღემდე იკვლევენ. თავისი უცნაური ბუნებით და ამოუცნობი თავისებურებებით იგი ადამიანებში უდიდეს ინტერესს იწვევს. ასევე ჩემი ყურადღებაც მიიპყრო და გადავწყვიტე ნაწარმოებში მის განსაკუთრებულ თვისებებზე გამემახვილებინა ყურადღება. ჩემს საფორტეპიანო პიესაში აისახა გალაქტიკაში არსებული იდუმალი და მისტიკური ფენომენის - შავი ხვრელის სხვადასხვა მხარე.

უპირველეს ყოვლისა ჩემი ნაწარმოების სათაური დავუკავშირე შავ ხვრელს, ინგლისური ენიდან გამომდინარე სიტყვიდან “Black hole” ავიღე ასოები და ვაქციე პიესის კრედოდ და თემატურ მასალად, ამისათვის ამ სიტყვებიდან ამოვიღე ის ასოები, რომლებიც მუსიკალური ნოტებია: B-სი ბემოლი,A-ლა, C-დო, H-სი, E-მი და მათი ვარირება მოვახდინე.

შავი ხვრელის თვისებებიდან გამოვყავი მისი უდიდესი გრავიტაცია, რომლისგანაც გამოღწევა შეუძლებელია. ეს კი გამოვსახე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის მშვილდოსნის ა-ს სახით. მუსიკალურად დავაკავშირე შემდეგნაირად: ნოტი ლა-ს გარშემო მოვახდინე ვარირება, ლა ვაქციე შავ ხვრელად და მის გარშემო სიმების აჟღერებით წარმოვქმენი შთანთქავი მიზიდულობის ძალა.

ასევე მისი განსაკუთრებული და ყოვლად ამოუცნობი ბუნებისა და შესაძლებლობების დასამტკიცებლად ნაწარმოებში მრავლადაა მისტიკური პათოსით განმსჭვალული, სიძლიერის და ამავდროულად იდუმალების გამომხატველი მონაკვეთები,რომლებიც ამტკიცებენ შავი ხვრელის განუმეორებელ ფენომენს.

აღსანიშნავია, რომ იგი ეწინააღმდეგება ყველანაირ ფიზიკურ კანონებს. მასში ისეა დრო და სივრცე გამრუდებული, რომ ყველაფერი ფორმას იცვლის. ჩემს ნაწარმოებში კი ნაჩვენებია ზომისა და ტაქტის ხაზების გაუქმებით ,,მუსიკალური ჩარჩოების მსხვრევის" მეტაფორა, რომელიც შავი ხვრელის ბუნებას ეხმიანება.

აგრეთვე შავ ხვრელთა ცენტრში არსებული სინგულარობა არღვევს ფიზიკის სტანდარტებს და თეორიულად შესაძლოა, დასაბამს უდებდეს ახალ, შედარებით სახეცვლილ სამყაროს. ეს განსაკუთრებული ფაქტი, რომ არავინ იცის თუ რა ხდება მასში მოხვედრისას და იმალება თუ არა სხვა, მისტიკური სამყარო მის უკან, არის ჩემი ნაწარმოების საფუძველი. იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენითი სამყარო, რომელიც იმალება შავი ხვრელის მიღმა, არის მთელი ნაწარმოების სახე.

 

გაგი სიხარულაშვილი

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე