კვანტური ფლუქტუაციები

 

მეცნიერებაში არსებობს თეორია, რომ სამყარო არაფრიდან წარმოიქმნა და აფეთქების შედეგად ფართოვდება. 1920 წლებში ამერიკელმა ასტრონომი ედვინ ჰაბლმა გალაქტიკებზე დაკვირვებებისას დაინახა, რომ ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ და წითელი წანაცვლების ეფექტით დაამტკიცა, რომ სამყარო ფართოვდება. კაცობრიობის ამ ერთ-ერთმა უდიდესმა აღმოჩენამ ნათელი გახადა, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო, თუმცა რა იყო მანამდე არავინ იცის.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სამყარო შესაძლოა სულაც არაფრიდან წარმოქმნილიყო, კვანტური ფლუქტუაციების ხარჯზე, რაც დღეს-დღეისობით წარმოადგენს ზღვარს, რის მიღმაც დღეისათვის არსებული ფიზიკის კანონები უბრალოდ აღარ ფუნქციონირებენ, მაგალითად “აინშტაინის ფარდობითობის თეორია”. ყოველივე ამას კი ფარდასავით ეფარება კოსმოლოგიური ჰორიზონტი, რომლის მიღმაც გაფართოების შედეგად განიდევნება ინფორმაცია ადრეული სამყაროს შესახებ.

ნაწარმოები შთაგონებულია მოვლენებით, როდესაც ჩვენი სამყარო წარმოიქმნება არაფრიდან, კვანტური ფლუქტუაციების ხარჯზე და სრულდება იმ მომენტში სადაც იწყება დიდი აფეთქება - დღეისათვის ყველაზე გავრცელებული სამყაროს წარმოქმნის თეორია. ნაწარმოებში მხატვრულად არის ასახული მონაკვეთი, მარადიული არაფრიდან იმ სამყაროს შექმნამდე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამჟამად.

 

ჯონი ასიტაშვილი

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე