ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მოთხრობების კონკურსი - „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“ დასრულდა. კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით.

მოთხრობების კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევისა და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის horizon2020 პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში დაწესებული ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

მოთხრობების კონკურსის გამარჯვებულები

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე