ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსი - „ფერით დანახული მეცნიერება“ დასრულდა. კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით. კონკურსის მიზანი იყო, საშუალება მიეცა ხელოვნების მოყვარულებისა და უკვე შემდგარი მხატვრებისთვის, სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღებეჭდათ სამეცნიერო აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები ან მეცნიერული მოვლენები.

კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon2020 პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში დაწესებული ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

კონკურსის „ფერით დანახული მეცნიერება“ გამარჯვებულები

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე