“infrared”

ცნობილია, რომ ადამიანის თვალი ვერ ახერხებს ინფრაწითელი განათების აღქმას. ეს აიხსნება იმით, რომ თვალის ბადურაში არსებულ ფოტორეცეპტორებს შეუძლიათ განათების აღქმა არა უმეტეს 500 ნანომეტრი სიხშირით, მაგრამ რაც 650 ნანომეტრ სიხშირეს აღემატება, აღქმადი აღარ არის.

 

არსებობს რიგი ცხოველებისა, რომლებმაც ევოლუციის პერიოდში ინფრაწითელის ხედვის უნარი გამოიმუშავეს, მაგალითად რეპტილიები, რომლებსაც ნადირობა ღამითაც შეუძლიათ. ადამიანმა სხვადასხვა მოწყობილობა მოიფიქრა, რომელსაც შეუძლია ინფრაწითელი ნათების კონვერტირება. მათი გამოყენება დღისით არ შეიძლება და თანაც მსგავსი სათვალეების ტარება ძალიან რთულია.

 

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ნაწილაკები, რომლებიც ცილის მოლეკულებისგან შედგება. მეცნიერებმა ის თაგვის თვალში ფოტორეცეპტორს მიამაგრეს და მათ ახლო ინფრაწითელი სხივების აღქმის უნარი შესძინეს. ერთადერთი გვერდითი ეფექტი თაგვებში მხოლოდ ბუნდოვანი მხედველობა იყო.

 

მარი კაშანსკი (შუბითიძე)

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე