პეპლის ეფექტი - The Butterfly effect " What If "

 

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ ის, რაც მოხდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ალტერნატივა, რომლის განვითარებაც შესაძლებელი იყო მეცნიერულ-ისტორიულ მომენტებში.  ალტერნატიული ისტორიის უგულებელყოფა, როგორც არარეალურის და განუხორციელებლის შეცდომაა, რადგან სწორედ ის გვანახებს მოქმედი პირების მოტივებს თუ შექმნილ გარემოებებს და გვიხსნის, რომ ისტორიას არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული მიმართულება, რომ ჩვენი აწმყო ერთადერთ  შესაძლო ისტორიულ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.. და მაინც. როგორ მოვედით დღემდე?

რა გახსენდებათ კაცობრიობის პირველ გრანდიოზულ გამოგონებაზე? ალბათ თქვენც ბორბალი, არა? რომ არა ის, როგორ განვითარდებოდა ძველი ცივილიზაციების კულტურები. შეიქმნებოდა მსოფლიოს შვიდივე საოცრება ისეთი როგორიც შეიქმნა? გაიცვლებოდა ის ინფორმაცია ისე სწრაფად, რომელმაც განვითარება დააჩქარა?

ან საერთოდ, რომ არა ბორბალი დაიბადებოდა ლეონარდო დავინჩი? მხატვარი, მოქანდაკე, ინჟინერი, გამომგონებელი, ანატომი, მწერალი, მათემატიკოსი, მეტეოროლოგი, ასტრონომი, მუსიკოსი, ბოტანიკოსი, გეოლოგი, არქიტექტორი.. ლეონარდო, რომელსაც  კაცობრიობის ავტოპორტრეტსაც კი უწოდებენ. ამ უნივერსალური გენიის არარსებობის შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა ისტორია? რა დონეზე იქნებოდა მეცნიერება?

ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ყველაფერი, გარშემო, უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისგან, ატომებისგან შედგებოდა, მეოცე საუკუნეში კი ეს პარადიგმა დაინგრა, რადგან აღმოჩნდა რომ ატომი კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებს - ელექტრონებს, პროტონებსა  და ნეიტრონებს შეიცავს. ამას კვანტები უწოდეს, შემდეგ კი კვანტური ფიზიკა ჩამოყალიბდა. ახლა ვინ გახსენდებათ? დიახ, ნიკოლა ტესლა - ფიზიკის მამა - "ჭექა ქუხილის მბრძანებელი", სხვა სამყაროდან მოვლენილი ადამიანი. ახლა ამ სიტყვებს რომ ვისმენთ ნიკოლა ტესლაზე, შეიძლება არც ისე გაგვიკვირდეს, მაგრამ მეოცე საუკუნეში, ინდუსტრიულ ეპოქაში ეს ჯერ კიდევ ბევრად გამაკვირვებელი იყო.

ყველა მეცნიერი თუ გამომგონებელი და ისტორიული მოვლენა დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ ნახატში შევეცადე მეპოვა კავშირი და  სწორად გადმომეცა ზემოთხსენებულის არასრული ჩამონათვალი. რომ არა ბორბლის გამოგონება, ყველა ის ფილოსოფოსი თუ მეცნიერი რომელიც ცივილიზაციის განვითარებას უწყობდა ხელს, რომ არა ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა, ვიჯდებოდი ახლა კომპიუტერთან და ვორდის ფაილში დავწერდი იმას რასაც კითხულობთ ამ წამს? რთულია გავცე ამაზე სწორი პასუხი, მაგრამ ვფიქრობ შევთანხმდებით თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი სამყარო ჩვენივე "ილუზიაა".

ვაჟა კავლელაშვილი

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე