სიცოცხლე სიცოცხლისთვის

 

საჭიროა ადამიანებმა იფიქრონ იმაზე თუ სად ვართ და რამხელა ბედნიერებაა ის ადგილი, სადაც გვაქვს შანსი უბრალოდ ენერგიით სავსე ძალა გამოვლინდეს, ფიქრის არსებობის და იმ ადგილის სადაც ვარსებობთ, მასზე ფიქრის გარეშე შესაძლოა დავკარგოთ ის... ერთადერთი მასში სიყვარულის პოვნაა ყოველი აღმოჩენა, შექმნა თუ ქმედება სიყვარულის შედეგია, ის რომ ნამდვილად გავიგოთ სად ვართ და რა გვამოძრავებს, ყველაფერი არსებობს და მუდმივად არსებობდა, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ყველაფერს, ფარდა ავხადოთ, რათა გამოჩნდეს დიდი სარკე. ბევრმა ნივთმა ჩაანაცვლა ადამიანი,  ადამიანს მეტი დანიშნულება აქვს ვიდრე ნივთია, ჩვენ ალგორითმი არ გაგვაჩნია...  ჩვენი ალგორითმი მუდმივ გარდაქმნაშია...

 

სადაც ჩვენ ვმოქმედებთ, ის ცოცხალია, ხოლო საიდანაც ქმედება მოდის ის აბსტრაქტულია, სურათში ცაზე აბსტრაქტული ზოლები მასზე მიუთითებს, სწორი ქმედება ვაშლის მდგომარეობის პარალელური უნდა იყოს... მე ვფიქრობ, მხოლოდ მეცნიერებას და ხელოვნებას შეუძლია ადამიანს დაანახოს უბრალოდ სად იმყოფება, არჩევანი კი თავისუფალია... ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ეს არის - თუ კი ყველანაირად ჩავანაცვლეთ ადამიანი სად იქნება ჩვენი ადგილი?

ვაშლი - როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ისევე როგორც ყველა ორგანიზმი, რომელიც ცოცხლობს, რომ სიცოცხლე დაბადოს, და ადგილი სადაც ვარსებობთ - ესეც ცოცხალია, ლპობა  მოვლენაა რომელიც ჯანსაღ სიცოცხლეს ამზადებს, რაც უეჭველად მოხდება, რათა მისი თესლი გაღვივდეს, დაუფიქრებელი ქმედება შეიძლება გამოვლინდეს ქმედებაში, როგორც ნახატშია - დამპალ ვაშლს კარგი კანი ეკვრება, ეს კი ნიშანია გულგრილობის.

 

„ლპობა“ - რა არის? რატომ ხდება? რა პროცესებია?

 

ქვევით მყოფი ადამიანები არიან ადამიანები, ვინც ჩვენი ისტორია შექმნა და ისინი ვინც ცდილობენ რაიმე გაიგონ, გაიგონ რა არის ვაშლი და რატომ არის. ქვევით მყოფი ადამიანები პატარა ვაშლებს ქმნიან სადაც აკვირდებიან  პროცესებს, ისინი გამხდარი აღნაგობის არიან, რადგან მოქმედებაში და სამყაროს დაკვირვებაში ისინი მსუბუქად არიან...

ცა – ჩვენ ვბადებთ აბსტრაქციიდან აზრს და შემდეგ გადმოგვაქვს ის მატერიაში, თითქოს ვიღებთ ფქვილს, გონებაში ვამუშავებთ ამ სამყაროს შესაძლებლობებით და გამოგვაქვს პური...

ვაშლზე მდგომი ადამიანების სახეები უამრავი ფერით არის გადავსებული, ეს კი მიუთითებს უპასუხისმგებლობაზე. არანაირი ინტერესი ვაშლისა! თუ ფარავ რაიმეს, ეს იგივეა ფარავდე შენს თავს, მათი მიზანი არაა სარკის პოვნა და საკუთარი თავის დანახვა...

 

რობოტები – ადამინებმა შევქმენით ძალა, რომელი ძალის გამოყენებაც ალგორითმს შეუძლია, რომელი ქმედებაც თვლადია და უკვე დასახული, ვცდილობთ ადამიანს უფრო დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. ამიტომ ვცდილობთ, ყველანაირი ქმედება, რასაც პირობები გვაძლევს, რობოტში ჩავწეროთ, ჩვენ კი ვაშლის კურკაზე ძიება და თან ზრუნვა განვაგრძოთ...

 

ტილო – დევს, რომელიც მუდმივ გარდაქმნას და უსასრულობას გვიჩვენებს, ვაშლიდან დარჩენილი კურკები, რომელიც ისევ ვაშლს ბადებს, ეს კი მუდმივად გრძელდება... მთავარია კურკა მზად იყოს ამოსვლისთვის, ეს მზადება კი ჩვენს ხელთაა. თუკი ჩვენს არსებობას ამხელა სახე მივეცით, მაშინ კურკაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ...

 

ხვიჩა წენგუაშვილი

 

© 2020 ევროპელ მკვლევართა ღამე