მეცნიერების და დიპლომატიის სკოლა გაიმართა DAAD-ისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ მკვლევართა ჩართულობით, რომლებიც გაუძღვნენ დისკუსიებს და საქართველოს მასშტაბით მშობლიურ სკოლებში სამეცნიერო-გასართობი ლექციები დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩაატარეს. ამავე ღონისძიების ფარგლებში 17, 19 და 20 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში Twining-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ეგიდით. ამ ტრენინგის ფარგლებში გადამზადდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები, როგორც ტრენინგის მოდერატორები და შემდგომში ტრენერები მეცნიერების კომუნიკაციაში. ასევე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მიერ დაფინანსებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა.

მონაწილეები