2020 წელს საქართველო შეუერთდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის
პროგრამა horizon2020-თან ასოცირებულ 30 ქვეყანას - პროექტით „მეცნიერება
კაპიტანია“ და მკვლევართა ევროპული ღამე მათთან ერთად, სინქრონულად
აღნიშნა.
27 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამის გალა ღონისძიებაში დისტანციურად
მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ექვსი ქალაქის - თბილისის, ბათუმის,
ქუთაისის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო-სამეცნიერო
დაწესებულებებმა და მკვლევართა ღამის საერთო ევროპულ რუკაზე პირველად
მოინიშნნენ.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ horizon2020-ის გამარჯვებული
პროექტების ავტორი ქართველი მეცნიერები და საერთაშორისო სამეცნიერო
ასპარეზზე წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.
მკვლევართა ღამის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მოსწავლე
გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“
გამარჯვებული მოსწავლეები და ტელეგადაცემის „დააბნიე მეცნიერი“ მონაწილე
ბავშვები.