პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 28 ნოემბერს გამართავს ვირტუალურ სამეცნიერო პიკნიკს, რომლის მიზანია თანამედროვე მეცნიერების მიღწევების საინტერესო წარმოჩენა და ამ გზით მეცნიერების პოპულარიზაცია. სამეცნიერო პიკნიკებზე თბილისის ორი და რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტი წარმოადგენენ საინტერესო ვიდეო რგოლებს, რომლებშიც ნაჩვენები იქნება მათ მიერ მიღწეული წარმატებები მეცნიერებაში, სამეცნიერო კვლევები და სამეცნიერო ინტერაქციული ღონისძიებები.